ინფრასტრუქტურულ პროექტებში კანადური კომპანიების მონაწილეობისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს

436

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი კანადის კონსულს, უფროს სავაჭრო კომისარ ქრისტოფერ ვიმერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ინფრასტრუქტურულ პროექტებში კანადური კომპანიების მონაწილეობისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ კონსულს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

“ქრისტოფერ ვიმერი დაინტერესდა საქართველოს რეგიონულ სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივით. კონსულმა მიიღო ამომწურავი ინფორმაცია საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მშენებლობის შესახებ, კერძოდ საუბარი შეეხო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის (ქვეშეთი-კობი) პროექტებს, რომელიც გაზრდის გამტარუნარიანობას და შეამცირებს ტრანსპორტირების დროს და ხარჯებს”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.