ხაშურის მე-7 სკოლის მოსწავლეებს ველოსადგომი დაახვედრეს

803

ხაშურის საჯრო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს სიურპრიზი გაუკეთა და ეზოში ველოსადგომი დაახვედრა. ამის შესახებ ქართლი.გეს სკოლის მოსწავლეებმა აცნობეს.

ვიდეომასალა, რომელიც ეკოკლუბის წევრებმა გამოგვიგზავნეს, 22 სექტემბერსაა გადაღებული. ამ დღეს ველომოყვარულებმა ხაშურში მსვლელობაც მოაწყეს.

სკოლის დირექტორის თქმით, ინიციატივა დირექციის წინშე სკოლის თვითმმართველობამ წარადგინა.

“სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლები შემოვიდნენ ინიციატივით, რომ ეკოკლუბის წევრებისთვის ველოსადგომი გაგვეკეთებინა. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდით და ამ

ინიციატივის განხორციელებაში დავეხმარეთ. სიმართლე გითხრათ, რომ შეგვეძლოს, ჩვენც დიდი სიამოვნებით ვივლით ველოსიპედით” – დასძინა დირექტორმა.

სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ თვით მოსწავლეების პედაგოგიც ველოსიპედით მოძრაობს. ეკოკლუბი სკოლაში სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს.