ასპინძაში ალტერნატიული გზის მშენებლობა მომავალ წლამდე გადაიდო

769

ახალციხე–ასპინძის მაგისტრალის იმ მონაკვეთზე, სადაც გზა დამეწყრილია, ალტრნატიული გზის მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება. გზის მშენებლობა „მტკვარი ჰესის” ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს. ამის შესახებ კახეთის კარიბჭე წერს.

„მტკვარი ჰესის” ადმინისტრაციას ასპინძაში ალტერნატიული გზის მშენებლობა სექტემბრიდან უნდა დაეწყო, თუმცა, ამ დრომდე, ის კომპანიაც კი არ არის შერჩეული, ვინც სამუშაოებს განახორციელებს.

„გარდა ამისა, სხვდასხვა დოკუმენტებში ცვლილებები იყო და ამას მოუნდა დიდი დრო. გზის პროექტი მზად არის, ამ წელში კი მოვასწრებთ მშენებელი კომპანიის შერჩევასაც, თუმცა აცივდება და სამუშაოებს ვერ დავიწყებთ“, – გვიხსნის „მტკვარი ჰესის“ დირექტორი ალექსანდრე ოქროშიძე.
ახალციხე–ასპინძის გზაზე, დამეწყრილი მონაკვეთის ნაცვლად, 2 კილომეტრის და 600 მეტრის ალტერნატიული გზა უნდა გაკეთდეს. დამეწყრილი გზის ნაწილს კი „მტკვარი ჰესი“ დატბორვისთვის გამოიყენებს.

ალტერნატიული გზის ტერიტორია გეოლოგებმა გასულ წელს შეისწავლეს და პროექტიც მომზადდა. ახალი გზა, დამეწყრილი გზის ზედა მხარეს გადავა და ცენტრალურ გზას შეუერთდება.

ასპინძა–ახალციხის გზის დამეწყრილი მონაკვეთი თითქმის ჩამოშლილია, ყოველწლიურად დაბლა იწევს და გადაადგილება საშიში ხდება. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ არაერთხელ წერდა.