ყაზბეგის მერია სოციალურად დაუცველ, ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახების ტუდენტებს სწავლის 85%-ს დაუფინანსებს

581

ყაზბეგის მერია სოციალური შემწეობის მიმღებ, ობოლ, ოთხი და მეტშვილიანი ოჯახის სტუდენტებს, როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურის საფეხურზე სწავლას 80 %-ით დაუფინანსებს.

სწავლა ასევე დაუფინანსდება სტუდენტებს რომელთა ოჯახში არის ორი და მეტი სტუდენტი. დაფინანსების წილი განისაზღვრება ყოველწლიური სწავლის საფასურის 2250 ლარის 80 %-ით.

დაფინანსებას მიიღებენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ ბოლო სამი წელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ხოლო სტუდენტის ასაკი არ აღემატება 28 წელს.

პროგრამის მიზანია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის განათლების მიმართულებით ხელშეწყობა.

დაფინანსების მიღების მსურველებმა მერიაში შემდეგი დოკუმენტები უნდა წარადგინონ: განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, პირადობის დამადასტურებელი დოკუნეტის ასლი, ატესტატის ასლი, ცნობა, რომ ბოლო სამი წელი სწავლობდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, აგრეთვე, ცნობა უმაღლესი სასწავლებიდან და ანგარიშ-ფაქტურა (რეკვიზიტები), მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან და მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ობოლი ბავშვის შემთხვევაში წარსადგენი დოკუმენტი მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლია. სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში – მშობლების და შვილების პირადობის მოწმობის ასლები.