გორის მე-5 საჯარო სკოლა სპორტდარბაზს აქირავებს

987

გორის მე-5 საჯარო სკოლა სპორტდარბაზს აქირავებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

საჯარო დაწესებულებამ განცხადება ელექტრონული აუქციონების ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
“მოიჯარე ვალდებულია გაუფრთხილდეს სკოლის შენობას და ინვენტარს. დაიცვას ჰიგიენური, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები. მისმა საქმიანობამ არ უნდა შეაფერხოს სასწავლო პროცესი”, – აცხადებენ მე-5 საჯარო სკოლაში.
279.4 კვადრატული მეტრი ფართობის მცირე სპორტულ დარბაზს სკოლა 8 თვით 2000 ლარად აქირავებს. საიჯარო გადასახადში არ შედის კომუნალური გადასახდები.
ფართი იჯარით გაიცემა 8 თვის ვადით, კვირაში სამი დღე 6 საათით, დღეში 2 საათი