ახალციხის თვითმმართველობაში 11 პოზიცია ვაკანტურია

806

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ვაკანსიას 10 პოზიციაზე აცხადებს, მუნიციპალიტეტის საკრებულო კი, ერთზე. ორივე ორგანოში თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალისტის პოზიციაზე აცხადებს. განცხადების მიღების ბოლო ვადა 21 სექტემბერია.

კანდიდატს მუშაობის ორწლიანი გამოცდილება და შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა მოეთხოვება. ესენია: საქართველოს კონსტიტუცია; „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”ევროპული ქარტია; „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, საქართველოს ორგანული კანონი; „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს კანონი; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება; ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება.

რაც შეეხება ახალციხის მერიას, აქ ვაკანსიები ათ პოზიციაზეა გამოცხადებული და განცხადებების მიღების ვადა 27 სექტემბერია.

მერია ვაკანსიას აცხადებს შემდეგ პოზიციებზე: მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში; აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ასისტენტი; პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი; მეორადი სტრუქტურული ერთეულის – მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი; პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების საკითხებში; მეორადი სტრუქტურული ერთეულის ურბანული დაგეგმარების განყოფილების ხელმძღვანელი; პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში; მეორადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელი; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი; პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში;

კანდიდატებს მოეთხოვებათ შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია;  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, საქართველოს ორგანული კანონი;  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის N9 დადგენილება;

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი სამ ეტაპს მოიცავს: განცხადებების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.hr.gov.ge–ს მეშვეობით.

კანდიდატი კონკურსის ეტაპების შესახებ ინფორმაციას აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე მიიღებს.

“საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში“, – წერია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე.