რუსთავში ახლადრეაბილიტირებული მე-8 საბავშვო ბაღი გახსნეს

81

რუსთავის ახლადრეაბილიტირებული მე-8 საბავშვო ბაღი გახსნეს.

“მე-8 საბავშვო ბაღი ავარიულ მდგომარეობაში იყო და სრული რეაბილიტაცია ესაჭიროებოდა. პროექტის ფარგლებში, შენობას გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, გარემონტდა ოთახები, სამზარეულო და კეთილმოეწყო ეზო.

სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნა, სადაც 156 ბავშვი ირიცხება”, – აცხადებენ რუსთავის მერიაში/

მერიის ინფორმაციით, 2019 წელს 1 057 702 ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რუსთავის რვა საბავშვო ბაღში განხორციელდა, აქედან მე-8, 25-ე და 27-ე ბაგა-ბაღში გამაგრებითი სამუშაოებიც ჩატარდა.

სამუშაოები შეასრულა და ახალი ინვენტარი შეიძინა ბაგა-ბაღების გაერთიანებამაც, რისთვისაც რუსთავის ბიუჯეტიდან, დამატებით 500 000 ლარი იყო გამოყოფილი.

ახალი ინვენტარი საწოლები, მაგიდები, სკამები, კარადები და სტელაჟები, სასწავლო წლის დაწყებამდე, რუსთავის ოცდაერთივე ფილიალში შეიტანეს.