ახალციხეში “გენდერული ბიუჯეტირების“ თემაზე ტრენინგი ჩატარდა

710

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში “გენდერული ბიუჯეტირების“ თემაზე ტრენინგი ჩაატარეს.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, ნინო ლოლაძემ და ლაშა გოცირიძემ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ იურიდიული პირების წარმომადგენლებთან გენდერული ბიუჯეტის არსზე, მის მიზანზე და ამოცანებზე, საერთაშორისო პრაქტიკაზე და საქართველოში გენდერულ ბიუჯეტირებაზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, ტრენინგის მიზანი, მთავრობის მიერ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, საბიუჯეტო პროცესის დახვეწა იყო.