მარტვილის 5 სოფელში სკოლების რემონტი სრულდება

906

მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. სკოლები რემონტდება სოფლებში – ტალერში, ლეცავეში, ბალდაში, ზედა ნაგვაზაოსა და მუხურჩაში.

ტალერის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავს, კარ-ფანჯრებს, ჭერს და საპირფარეშოს. პროექტის ღირებულება 61 275 ლარს შეადგენს.

კარები და იატაკი გამოიცვალა მუხურჩის საჯარო სკოლაში. ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება ბალდის საჯარო სკოლაში. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადს, შესასვლელს, ასევე მოეწყო ოთახის ტიხრები, იატაკი და ჭერი. პროექტის ღირებულება 99 964 ლარს შეადგენს.

ლეცავეს საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოეწყო.

ჯამში მარტვილის მუნიციპალიტეტში 15 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, სახურავებს, გამოიცვალა კარები, ფანჯრები და იატაკი, მოწესრიგდა წყალმომარაგებისა და ელექტროგაყვანილობის სისტემები.

მარტვილში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.