ხარაგაულის სოფელ ხონში ისევ გრძელდება იმ გზის რეაბილიტაცია, რომელიც 2018-ში უნდა დასრულებულიყო

593

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხონში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი ეწყობა სასოფლო გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე.

ხარაგაულის მერიაში აცხადებენ, რომ ხონის გზის რეაბილიტაცია 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულება ვადების დაცვით ვერ შეასრულა. ამ ეტაპზე საგზაო ინფრასტუქტურის მშენებლობა ხონში აქტიურ ფაზაშია და გზის დაგება ერთ თვეში დასრულდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივებს ბოდიშს უხდის, “მათგან  დამოუკიდებელი მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებისთვის”.