ქუთაისის მერი: ადგილობრივ ბიუჯეტს თავისი სახსრებით “ტორპედოს“ პრობლემების მოგვარება არ შეუძლია

674

წინა სტატია

“ტორპედოს“ გულშემატკივრები, რომლებიც დღეს აქციას მართავდნენ, ქუთაისის მერს შეხვდნენ.

კლუბის გულშემატკივრები ამბობენ, რომ ფეხბურთელები სახელფასო დავალიანების გამო ვარჯიშზე გასვლაზე უარს ამბობენ და “ტორპედო“ არსებობის ბოლო წუთებს ითვლის, ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდებენ, ვიდრე სამართლებლივი დავა იქნება, მანამდე გუნდის გადასარჩენად თანხები მოიძიონ. რაზეც ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია აცხადებს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს თავისი სახსრებით “ტორპედოში“ არსებული პრობლემების მოგვარება არ შეუძლია.

გარდა ამისა, ჭიღვარიას განცხადებით, მერია “ტორპედოს“ ყოფილი პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით დღესვე მიმართავს.