გორის მე-7 საჯარო სკოლამ ექიმის ვაკანსია წელს მეორედ გამოაცხადა

575
გორის N7 საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსია, მიმდინარე წელს, მეორედ გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
კანდიდატს მოეთხოვება უმაღლესი განათლება პედიატრიის მიმართულებით და 3-წლიანი გამოცდილება.ასევე აუცილებელია სერტიფიკატი საექიმო სპეციალობებში – საოჯახო მედიცინა, პედიატრია ან თერაპევტი. თანამდებობრივი სარგო აღნიშნულ პოზიციაზე 395 ლარია.