შუახევის სოფელ გორში 45 ოჯახს სასმელი წყლის სისტემა გაუკეთდა

87

შუახევის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესებისა და მოსახლეობის უკეთესი წყალმომარაგების მიზნით რამდენიმე პროექტი განხორციელდა.

მათ შორისაა, სოფელ გორში განხორციელებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 45 – მდე ოჯახის სასმელი წყალით უზრუნველყოფას.

მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემა, რომელიც გორის სოფლის მოსახლეობას წლებია აწუხებდა და განსაკუთრებით ზაფხულში განიცდიდა წყლის რესურსის სიმცირეს, ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით წელს მოუგვარდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სათავე ნაგებობა, გამანაწილებელი აუზი და სასმელი წყლის მაგისტრალი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “ნაგო“ აწარმოებდა. პროექტზე 114 998 ლარამდე დაიხარჯა.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 1 709 000 ლარი დაიხარჯება.