ბათუმში გურამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

754

ბათუმში, გურამიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

უკვე დასრულდა გრუნტის შეცვლა, მოეწყო სანიაღვრე მილები და ჭები, დაიგო ბაზალტის ბორდიურები და დეკორატიული ფილები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის პირველი ფენის დაგება.

სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 780 ათას ლარს შეადგენს.