ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, საღორიის ტყის ის ნაწილი, სადაც ხეები იჭრება, მათ დაქვემდებარებაში არ არის

111

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ტყის ის ნაწილი, სადაც ხეები იჭრება, სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებაში არ არის და ტყის ფონდს არ წარმოადგენს, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა, როდესაც “თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარის გოგი წულაიას აქციას გამოეხმაურა. ინფორმაციას ინტრეპრესნიუსი ავრცელებს.

მისი თქმით, ადგილი, შეიძლება იყოს ხეებით დაფარული, მაგრამ არ იყოს სააგენტოს დაქვემდებარებაში და სხვა სტატუსს ატარებდეს.

ნათია იორდანიშვილის ინფორმაციით, მათთვის არ არის ცნობილი აღნიშნული ტერიტორია რა სტატუსს ატარებს.

“როგორც გადმომცეს, ეს არის ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა. ჩვენც დავინტერესდით, ხომ არ იყო ჩვენს დაქვედებარებაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ნაწილი სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებაში არაა. საღორიის ტყე, მთლიანად ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებში არაა და სააგენტო პასუხისმგებელი არ არის. ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობა, არაა ტყის ფონდი. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტო არ გეგმავს რამე ღონისძიებას და არც ახორციელებს. ჩვენ პასუხისმგებელები ვართ ტყის ფონდის ტერიტორიაზე, რომ იქ სანიტარული ჭრები და აღდგენის ღონისძიებები განხორციელდეს.

ტერიტორია, შესაძლოა, იყოს დაფარული ხეებით, მაგრამ სტატუსი არ ჰქონდეს. ამ შემთხვევაშიც, ზოგი კერძოა და ზოგი სახელმწიფოს საკუთრებაში. არ ვიცით, რა სტატუსით შეიძლება იყოს, ან უნივერსიტეტის, ან სახელმწიფოს საკუთრებაა”, – განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ დღეს საზოგადოებას მუხრანის ტყის გადარჩენისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ნაცვლად ტყის გადარჩენისა, მიადგნენ და ასეულობით ძირი ხე გაჩეხეს.

შეგახსნებთ, რომ “სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებმა 23 მაისს ქუთაისში, მუხნარის ტყეში, აქცია გამართეს და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის გამო 150 ძირი, უნიკალური ჯიშის ხის მოჭრა გააპროტესტეს.