ჩხოროწყუს სოფელ ახუთში 4 კილომეტრიანი გზა მოასფალტდება

63

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში (მეორე ახუთი) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ასფალტირებული საფარი 4კმ. მანძილზე დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ბიუჯეტი 2 908 000 ლარს მოიცავს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი.

სამუშაოებს ,,New Pasage” ასრულებს. პროექტი გარდამავალია.