გურჯაანში, იყალთოელისა და დადიანის ქუჩებზე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

1096

ქალაქ გურჯაანში, იყალთოელის ქუჩაზე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

საგზაო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია “ვეკო 2017” -მა შეასრულა, რისთვისაც 149 500 ლარამდე დაიხარჯა.

გურჯაანში ასევე დასრულდა გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დადიანის ქუჩაზე.

საგზაო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს “ნიუპოვერმა” შეასრულა, რისთვისაც 212 000 ლარი დაიხარჯა.

გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა.