2019-2020 წლებში ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში 2 440 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა

65
მაკეტი

2019-2020 წლებში 2 440 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

“ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა რჩება. მათთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებელობაზე ჩვენი სამინისტრო ზრუნავს და სასიხარულოა, რომ 2019-2020 წლებში ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში 2 440 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.