ბაღდათის სოფელ ხანში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

688

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 2კმ გზის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარის იგება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. „ფარაონი და კომპანია“ აწარმოებს, რომელიც მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

სამუშაოები ივნისში დაიწყო და ტენდერის თანახმად ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.