გურჯაანში კოტეხის ქუჩა მოასფალტდა

1100

ქალაქ გურჯაანში, კოტეხის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 186 461 ლარით დაფინანსდა, მოასფალტდა 440 მეტრი სიგრძის გზა.

ზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს “ნიუპოვერმა” შეასრულა.