მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა

751

მალე, გურჯაანში, რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყება. სამუშაოებზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 941 595 ლარია.

გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ ცხოველთა რეგიონული თავშესაფრისთვის, ქალაქ გურჯაანის ტერიტორიაზე, ადგილი უკვე გამოყოფილია.

ტენდერზე წინადადებების მიღება 20 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება.