გურჯაანში, ნუცუბიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

722

გურჯაანში, ნუცუბიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში მოასფალტდა 450 მეტრამდე სიგრძის გზა და მოეწყო სანიაღვრე არხი. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 236 343 ლარით დაფინანსდა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს “ნიუპოვერმა” შეასრულა.