ჩუღურეთის რაიონში აგარის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

64

ჩუღურეთის რაიონში აგარის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ისნის გამგეობაში აცხადებენ, ასფალტის საფარი 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწესრიგდება.

“პროექტის ფარგლებში, ბორდიური მოეწყობა და დაზიანებულ ასფალტს ახალი, ორფენიანი საფარი ჩაანაცვლებს. საგზაო სამუშაოებს ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ბი-ემ-სი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 80 000 ლარია”, – აცხადებენ გამგეობაში.