ჭიათურაში სოფლების დამაკავშირებელ გზებს აწესრიგებენ

1133

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან, ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატთან სულხან მახათაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ღვითორი – მელუშეეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე ჩატარებული მოასფალტების პროცესი შეაფასეს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვითორი – მელუშეეთის დამაკავშირებელი გზის 5200 მეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,ნიუ პოვერმა“ განახორციელა. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან განხორციელდა და მისმა საერთო ღირებულებამ 1 140 999 ლარი შეადგინა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს ქვაციხის გზატკეცილი – ვაჭევი – ღვითორი – მელუშეეთის დამაკავშირებელი გზის 1500 მეტრიანი რეაბილიტირებული მონაკვეთი.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ვაჭევის, ღვითორისა და მელუშეეთის მიმართულებით საავტომობილო გზის მთელი მონაკვეთი ამორტიზებული იყო და თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობდა.