როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში

853

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება და 2024 წლის ივლისში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი –სარქველეთუბანი – აგვისტო; წირქვალი – აგვისტო; ითხვისი – აგვისტო.

2023 წელი –ხრეითი – აპრილი; ქვაციხე – აპრილი; ზოდი – სექტემბერი; პერევისა – სექტემბერი; ჭიათურა – ნოემბერი; ხვაშითი – ნოემბერი.

2024 წელი –სვერი – მარტი; კაცხი – მარტი; ვაჭევი – მარტი; მანდაეთი – მარტი; ნიგოზეთი – ივლისი; რგანი – ივლისი; გეზრული – ივლისი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.