ზუგდიდის 5 სკოლაში სველ წერტილებს აწესრიგებენ

554

ზუგდიდის N11, N9, N5, ასევე, ახალსოფელისა და ცაიშის საჯარო სკოლებში სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის გიგა ფარულავას თქმით, მერია ობიექტების სამუშაო პროცესის მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს. მნიშვნელოვანია, მუშაობის სხვადასხვა ეტაპების გაცნობა და მშენებლობის ტემპის, ხარისხის ადგილზე შესწავლა.

მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 1,5 მილიონი ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხის ფარგლებში, საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგება მიმდინარეობს.