ყაზბეგის მერიამ და ყაზბეგის განვითარების ჯგუფმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

243

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ ყაზბეგის განვითარების ჯგუფს/LAG Kazbegi/ – შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც ყაზბეგის მერიაში აცხადებენ, ყაზბეგის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა, შორენა სუჯაშვილმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის მიზნით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გაძლიერებას და ინიციატივების მხარდაჭერას სათემო მობილიზაციასა და ადვოკატირებას გულისხმობს.

“მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია, როგორც ყაზბეგის მერიის, ასევე, ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა და მთლიანად მუნიციპალიტეტისათვის. ურთიერთთანამშრომლობით განვახორციელებთ მნიშვნელოვან საგანამანათლებლო, კულტურულ, შემეცნებით თუ სპორტულ პროექტებსა და აქტივობებს ადგილობრივი ახალგაზრდების საკეთილდღეოდ“, – ანაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.