ქალაქ თეთრიწყაროში ქეთევან წამებულის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება

980

ქალაქ თეთრიწყაროში ქეთევან წამებულის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით ქუჩაზე ორფენიანი ასფალტის საფარი და სანიაღვრე არხები მოეწყობა.

ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 96 053 ლარს შეადგენს. სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.