მცხეთის სოფელ წიწამურში შიდა გზებს აწესრიგებენ

142

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში შიდა საუბნო საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც მცხეთის მერიაში აცხადებენ, ამჟამად, გზის ორივე მხარეს სანიაღვრე არხების მოწყობა და გზის მოსწორება-მოხრეშვა მიმდინარეობს, რომელთა სიგრძე საერთო ჯანმში 900 მეტრამდეა.

მათივე ცნობით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “მილენიუმ ბილდერს გრუპი” აწარმოებს.

ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებლო თანხა 496 112 ლარია.