ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ზუგდიდი-ანაკლიის მიმართულებით ავტობუსის დამატებითი რეისი იმოძრავებს

87

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ზუგდიდი-ანაკლიის მიმართულებით ავტობუსის დამატებითი რეისი იმოძრავებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“აქამდე ბოლო რეისი ანაკლიიდან 19.10 წუთზე მოდიოდა, ხვალიდან 22.00 საათზე გამოვა, თუმცა ეს დრო, შესაძლოა, გადაიხედოს მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ. ამ დროისათვის ახალი ავტობუსი ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე 9 ბრუნს აკეთებს“, – განმარტავენ ზუგდიდის მერიაში.