ზუგდიდის მერიამ ფურშეტისთვის 3 ათასამდე ლარი გამოყო

65

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდული და გენდერული ღონისძიებებისას ფურშეტის მოსაწყობად 2 900 ლარი გამოყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა ტენდერი კვებით უზრუნველყოფის მომსახურების შეყიდვაზე 31 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 9 აგვისტოს სრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულ ობიექტს 145 ულუფა ფხალის ასორტის, ქათმის სალათის, ქათმის მწვადის, ხაჭაპურის, ბლინის, კანაპეს (ყველი) და ლობიანის მიწოდება მოუწევს. ასევე, მომსახურებაში შედის სასმელები: ყავა, ჩაის ასორტი, მინერალური წყალი და ლიმონათი.