სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილის თქმით, თანამდებობა ახალი სამსახურის გამო დატოვა

804

წინა სტატია

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილე აცხადებს, რომ თანამდებობა ახალი სამსახურის გამო დატოვა. თუმვა ირაკლი ჯიქია გამოცემა “ლაივპრესთან“ საუბარში არ აკონკრეტებს, სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

“გადაწყვეტილება უკავშირდება მომავალში სხვა სამსახურში გადასვლას. ამ ეტაპისთვის ვერ გეტყვით სად… ვნახავთ უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ირაკლი ჯიქიამ.

ირაკლი ჯიქია რწმუნებულის პირველ მოადგილედ 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე და პოლიციის პოლკოვნიკი იყო.

აღნიშნულ საკადრო ცვლილებებზე droa.ge ჯერ კიდევ გუშინ წერდა. თუმცა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს არც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურში და არც თავად რწმუნებულის აპარატში. დღეს კი გუშინდელი უარყოფის მიუხედავად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ორმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და ირაკლი ჯიქიამ თანამდებობები დატოვეს. პირველი მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ჯიქია დღესვე დავით ფარცვანიამ შეცვალა.

droa.ge-ს ინფორმაციით, თანამდებობა, შესაძლოა, სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამაც დატოვოს.