ქუთაისში ლერმონტოვის ქუჩის კეთილმოწყობას ნახევარი მილიონი მოხმარდება

773

ქუთაისში ლერმონტოვის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს “პრიორიტეტი“ აწარმოებს, 500 000 ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გრანიტის ფილები, გაკეთდება ფეხით სავალი ბილიკი და დამონტაჟდება გარეგანათების ბოძები.

“ეს ქუჩა არის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი. აგრარული ბაზრის გამო აქ უამრავი ადამიანი გადაადგილდება. ვცდილობთ დაჩქარებული ვადებით დასრულდეს სამუშაოები“,- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.