კასპის მერიამ აფხაზეთის ომის გმირის სახელობის სტიპენდია დააწესა

794

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ აფხაზეთის ომში დაღუპული პოლკოვნიკის ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია დააწესა.

მერიის ინფორმაციით, ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან (91 – 100 ქულა შეფასებით) დაენიშნებათ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია.

“5 უმაღლესი შეფასების სტუდენტს პირველი სემესტრის შეჯამების შემდგომ, დაენიშნებათ 500 ლარი ყოველთვიური სტიპენდია 6 თვის განმავლობაში. ასევე, სტიპენდია დაენიშნებათ 5 საუკეთესო სტუდენტს მომდევნო სემესტრის შეფასებისას. ამასთან, ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასებისას (ქართული ენა, უცხო ენა, ზოგადი უნარები, მათემატიკა და ისტორია) თითოეულ საგანში საუკეთესო სტუდენტს მუნიციპალიტეტის მერია გადასცემს ლეპტოპს, – განმარტავენ მერიაში.