სამეგრელოს რამდენიმე სოფელში ნატანდამჭერებს მოაწყობენ

572

ანაკლიიდან ქობულეთამდე ნატანდამჭერების მოწყობის მიზნით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 180 400 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შავ ზღვაში სანაპირო აკვატორიები ხშირ შემთხვევაში სავსეა მცურავი ნატანით, ნაშალი მასალით, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნაგვით, რაც ცუდად აისახება ზღვის ეკოსისტემაზე. ამიტომაც, ერთ-ერთ შემარბილებელ პრევენციულ ღონისძიებად ტივტივა ნატანდამჭერების გაკეთება განიხილება.

საკვლევი ტერიტორია მოიცავს შემდეგ მდინარეებს: პატარა ენგური, ხობისწყალი, რიონის ფოთის მონაკვეთი, მალთაყვაში მდინარე კაპარჩხა. ტივტივა ნატანის დამჭერები მდინარისა და ზღვის შესართავებთან მოეწყობა. ამასთან, გაკეთდება ნატანდამჭერი ნაგებობებაც და ჩატარდება ჰიდროლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური და იხტიოფაუნის კვლევა.