თელავის ბიუჯეტში გენდერულ საჭიროებებს ასახავენ

234

გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია თელავის მუნიციპალიტეტში იწყებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიუჯეტის ანალიზს და მასზე დაყრდნობით გენდერული მთავარი საფინანსო დოკუმენტის შემუშავებას. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

აღნიშნული პროექტი, თელავის გარდა, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.

“იწყება პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის შემუშავება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თელავის მუნიციპალიტეტში გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის შემუშავება. ორგანიზაციის ექსპერტები გააანალიზებენ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და ამის შემდგომ მოამზადებენ რეკომენდაციებს.

ეს არ იქნება მხოლოდ ექსპერტების ჩართულობით, ამ პროცესში ჩართული იქნება მერია და საკრებულო, ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. ვიდრე დაიწყება ბიუჯეტის ანალიზი, მანამდე დაგეგმილია გენდერულ ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარება, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ასევე, თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის. უკვე ჩატარდა შეხვედრა, რომლის მიზანიც არის, რომ გავიგოთ, რა საჭიროებები არსებობს ამ ტრენინგის ჩატარების დროს, რა თემებზე უნდა იყოს ყურადღება გამახვილებილი და სხვა. საბოლოოდ პროექტის შედეგი იქნება ის, რომ ბიუჯეტში ასახული იქნება გენდერული საჭიროებები’’, –განაცხადა რეგიონის განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ლოლაძემ.