გურიაში C ჰეპატიტის, აივ-ისა და ტუბერკულოზის სკრინინგის პროგრამა იწყება

174

გურიის რეგიონში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იწყება. ამის შესხებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გურიაში სამუშაო ვიზიტის დროს განაცხადა.

გურიის მხარის რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიასა და გურიის  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გამყრელიძემ C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის, წითელას შემთხვევების, იმუნიზაციისა და კერძოდ წითელა/წითურა/ყბაყურას (წწყ) არაგეგმიური იმუნიზაციის, ასევე კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამისა და  ტყვიის შემცველობის კვლევის  საკითხებზე ისაუბრა.

გურიის რწმუნებულის განცხადებით, ის მზადაა პროგრამის განხორციელებას ხელი შეუწყოს.

C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა გარდა გურიისა, იმერეთის, კახეთისა და აჭარის რეგიონებშიც იწყება.

C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იწყება

გურიის რეგიონში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იწყებალ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე ისაუბრეს C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის, წითელას შემთხვევების, იმუნიზაცია და კერძოდ წითელა/წითურა/ყბაყურას (წწყ) არაგეგმიურ იმუნიზაციის, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის, ტყვიის შემცველობის კვლევის საკითხებზე.C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იწყება იმერეთის, კახეთის და აჭარის რეგიონებშიც.#გურია2019 #ჯანდაცვა2019

Posted by გურიის მხარე on პარასკევი, 05 ივლისი, 2019