სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია 2 ვაკანტურ პოზიციაზე თანამშრომელს შეარჩევს

902

სტატიის გაგრძელება

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ორ ვაკანტურ პოზიციაზე 23 განაცხადი შევიდა. დღეს, 26 ივნისს, აპარატში საჯარო მოხელეების შერჩევის მეორე ეტაპი, გასაუბრება დაიწყება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

რწმუნებულის ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე 14 განაცხადი შევიდა, ხოლო რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი სპეციალისტის (საინჟინრო საქმე) პოზიციაზე – ცხრა.

“კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან საკონკურსო კომისიასთან, რომელშიც ექვსი წევრია. გასაუბრების შემდეგ, კომისია მიიღებს კანდიდატის აყვანის გადაწყვეტილებას“, – ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე.

ორ ვაკანტურ პოზიციაზე სამხარეო ადმინისტრაციამ ღია კონკურსი ოთხ ივნისს გამოაცხადა. შერჩეულ აპლიკანტებს 12–თვიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანენ.