ქვემო სამგორში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

631
ქვემო სამგორში გუმათჰესისა და ცისკარიშვილის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში ახალი სპორტული მოედანი გახსნეს. ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი 920 კვ.მ ფართობზე განთავსდა.

გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, დამონტაჟდა საფეხბურთო და საკალათბურთო ფარები და მოეწყო ახალი ღობეები და გარეგანათების სისტემა. ასევე, მოედანი ადაპტირდა შშმ პირთათვის.

“ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რომლის მოწყობისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 182 493 ლარი დაიხარჯა, თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია “გლობალ სტანდარტმშენმა“ შეასრულა.

სამგორის გამგეობა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად ახორციელებს. მიმდინარე წელს 21 ფიტნეს ზონა და შვიდი სპორტული მოედანი უკვე მოეწყო, ამჟამად კი ხუთი მოედნის მოწყობა მიმდინარეობს”, – განმარტავენ გამგეობაში.