ყეზბეგის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

110

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტი ამორტიზირებული შენობების გამაგრებას, სახურავის შეცვლასა და ფასადის მოპირკეთებას ითვალისწინებს.

ხელშეკრულება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპსსამებას შორის  მიმდინარე წლის 6 ივნისს გაფორმდა და მისი ღირებულება 991 923 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში,დაბა სტეფანწმინდაში მდებარე ექვსი და სოფელ არშაში მდებარე ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება.