პრემიერი ინვესტორებს კახეთით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

1305

ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ინკლუზიური ზრდა, ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ვფიქრობ, კახეთის რეგიონი იქნება ყველაზე წარმატებული ამ პოლიტიკის რეალიზაციის შედეგად,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძეm დღეს გამართულ საერთაშორისო ფორუმზე – “კახეთი 2019” განაცხადა.

“2020 წლის ზაფხულამდე დამთავრდება მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტების ცენტრების რეაბილიტაცია, მათ დაუბრუნდებათ ის ისტორიული იერსახე, რაც ჰქონდათ. ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება ეს არ ემსახურება იმ მიზანს, რომ ჩვენ მხოლოდ რომელიმე ერთი მიმართულება განვავითაროთ.

ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ინკლუზიური ზრდა, ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. დარწმუნებული ვარ, კახეთის რეგიონი იქნება ყველაზე წარმატებული ამ პოლიტიკის რეალიზაციის შედეგად იმიტომ, რომ სწორედ კახეთშია ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა.

შარშან ჩვენ უკვე გვქონდა კონკრეტული შედეგი, ვინაიდან ეს იყო ყველაზე წარმატებული რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლები იქნება კიდევ უფრო წარმატებული. ინვესტორებს მინდა მოგიწოდოთ აქტიურობისკენ ამ ულამაზეს კუთხეში“,- აღნიშნა ბახტაძემ.