თელავში ქალაქისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გეგმა განიხილეს

855

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების რეგულირების გეგმის“ და “ქალაქ თელავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა“ გაიმართა.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის, ბიზნესსექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც თელავის მერიაში აცხადებენ, შპს “ატელიე არქტიქტსის” წარმომადგენლისა და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის – ვახტანგ კასრელიშვილის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.