გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეკლესიას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა უნდა ჰქონდეს

189

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეკლესიას გავლენა უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს.

კითხვაზე: რამხელა გავლენა უნდა ჰქონდეს, თუ საერთოდ უნდა ჰქონდეს, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს, გამოკითხულთა 22% პასუხობს, რომ დიდი გავლენა უნდა ჰქონდეს, ხოლო 24%- ს მიაჩნია, რომ ეკლესიას მცირე გავლენა უნდა ჰქონდეს.

გამოკითხულთა 39% ფიქრობს, რომ ეკლესიას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა საერთოდ არ უნდა ჰქონდეს, ხოლო 14%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

“ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა.

საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.