ელექტროენერგიის არმქონე სოფლებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი გამოიყო

1355

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობამ ელექტროენერგიის არმქონე სოფლებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო. მისივე თქმით, შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია.

როგორც ბახტაძემ განაცხადა, ძირითადად საუბარია ისეთ დასახლებებზე, რომელსაც უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს და იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს, მათი განვითარება ფერხდება.

პრემიერმინისტრმა პროგრამის განხორციელებისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის USAID-ს მადლობა გადაუხადა.