ქუთაისში რიონისპირა 41 სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

678

წინა სტატია

ქუთაისში, რიონისპირა სახლების პროექტის ფარგლებში, 41 სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტი ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, პროექტირება პარალელურ რეჟიმში 3 ნაწილად იწარმოებს. პროექტის 1-ლი ნაწილი – მარჯვენა სანაპიროზე არსებული 17 სახლის, პროექტის მე-2 ნაწილი – მარცხენა სანაპიროზე არსებული 12 სახლის  და პროექტის მე-3 ნაწილი – მარცხენა სანაპიროზე დარჩენილი 12 სახლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ამასთან, პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები.

სამუშაოების დაწყება 2020 წლიდან იგეგმება.