ცესკომ 19 მაისის არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა

810

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ 3 სხვადასხვა სახის არჩევნები 19 მაისს გაიმართება, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო სუბიექტს, თუ ის სხვადასხვა სახის არჩევნებში მონაწილეობს, ერთი და იგივე რიგითი ნომრის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეს.

საქართველოს პარლამენტის პირველი მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებში, რომელსაც ადმინისტრირებას მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია უწევს, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რეგისტრაცია გავლილი აქვს 16 პოლიტიკურ პარტიას, ერთ საარჩევნო ბლოკსა და 6 საინიციატივო ჯგუფს. პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის  ბოლო ვადა 19 აპრილია.

“8 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 პოლიტიკური პარტია და  6 საინიციატივო ჯგუფი. ხოლო 5 მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 პარტიას და 9 საინიციატივო ჯგუფს; ზემოაღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა ასევე 19 აპრილია“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.

საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც შემდეგი რიგითი ნომრები წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით განესაზღვრათ:№33 – “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”; №9 – “თავისუფალი საქართველო”; №40 – “სახალხო პარტია”; №24 –”მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის”; №21 – “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”;№35 – “გირჩი”; №38 – “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)”; №13 – საარჩევნო ბლოკი “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”; №39 – “ქრისტიან-კონსერვატორები”;

საარჩევნო სუბიექტები, რომლებსაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომერი და  მათივე მოთხოვნის საფუძველზე განესაზღვრათ იგივე რიგითი ნომერი: №1 – “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”; №2 – “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”; №3 – “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”; №4 – “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”; №5 – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია”; №8 – “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”; №17 – “საქართველო”; №18 – “ტრადიციონალისტები”; №23 – “ახალი ქრისტიან-დემოკრატები”; №27 – “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო”; №28 – “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”; №31 – “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა”; №41 – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”.