კახეთისა და ლვოვის მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

206

ახეთის რეგიონს უკრაინის ელჩი საქართველოში ოლეგ დოლგოვი, ელჩის პირველი მდივანი და ლვოვის ოლქის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში, ლვოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციასა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის რეგიონთაშორისო თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ლვოვის ოლქის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ – რომან ფილიპივმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – ირაკლი შიოშვილმა მოაწერეს.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეთანხმების თანახმად, მხარეები თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ვაჭრობის, მრეწველობის, კულტურის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით განავითარებენ.