აჭარის მთავრობის სახლთან “ნაცმოძრაობის” წევრები აქცია-პერფორმანსს მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და ე.წ. ალტერნატიული მთავრობის წევრები აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქციის ლოზუნგია – “ბიძინას პროექტები აჭარაში 2013-2019 წლებში – მოპარულია 100 მილიონი ლარი”. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 2013-2019 წლებში მმართველმა გუნდმა აჭარაში სხვადასხვა პროექტებიდან მილიონობით ლარი მიითვისა. ოპოზიციის წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან იმ პროექტების ფოტოები გამოფინეს, რომლებიც, მათი მტკიცებით, შეჩერებულია.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შეჩერებული პროექტების შესახებ პროკურატურას უკვე მიმართეს, თუმცა შედეგი არ არის.

“ჩვენი დღევანდელი აქცია-პერფორმანსი აჭარაში ბიძინა ივანიშვილის მიერ შეჩერებული პროექტების წარმოჩენას გულისხმობს. წარმოვადგინეთ 21 პროექტი, რომლითაც ბიუჯეტიდან საერთო ჯამში 100 მილიონი ლარია მოპარული. ამ პროექტების შესახებ ინფორმირებულია პროკურატურა, თუმცა რეაგირებას არ ახდენს. პროექტები ძირითადად ეხება ნაპირსამაგრ სამუშაოებს, სკოლებსა და წყლის სისტემების რეაბილიტაციას, ასევე სხვა მრავალ პროექტს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის კორუფციული მთავრობა არის ჩართული და მილიონებს ითვისებს. ჩვენი მიზანია თითოეულ ბათუმელს დავანახოთ რაში იხარჯება ხალხის ფული”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ანრი გუბაევმა.

მსგავსი სიახლეები
ვინ და რა ფორმით ებმება პოლიტიკურ მარათონში და რა დაპირებები აქვთ მერობის კანდიდატებს? ამის შესახებ "TV25"
საჭირო გზავნილი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, - ასე აფასებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი
პარტია "ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ოლქში ხელშეუხებლობის განცდაა გაჩენილი, რაც
წინა სტატია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე
წინა სტატია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე დაშავდა.
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმში საკრებულოს სხდომა განახლებიდან მალევე ისევ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმანეთს "ქართული
სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო და დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. "ნაციონალური
ხულოს მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ვახტანგ ბერიძემ პარტიის ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ვახტანგ ბერიძე გამარჯვების
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ხელისუფლებას ტყუილ დაპირებებსა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში
წინა სტატია "ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გიორგი შენგელიასა და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს ზუგდიდში
წინა სტატია ათთვიანი პაუზის შემდეგ, ბორჯომის საკრებულომ გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შეარჩია.
წინა სტატია "ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამბობს, რომ არჩევნების
წინა სტატია რა სახელი და გვარიც არ უნდა აარჩიოს "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ კანდიდატებად, დარწმუნებული ვარ
%d bloggers like this: