ზესტაფონის მერობის კანდიდატი: მაქვს გამოცდილება, გავუმკლავდე იმ გამოწვევებს, რაც მუნიციპალიტეტშია

წინა სტატია

მე მწამს, რომ მაქვს შესაბამისი გამოცდილება, რომ გუნდთან ერთად გავუმკლავდე იმ გამოწვევებს, რაც მუნიციპალიტეტშია დაგროვილი, – ამის შესახებ ზატაფონში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ განაცხადა. გოგლიჩიძის თქმით, მისი და “ქართული ოცნების” ხედვები ერთმანეთს ემთხვევა.

“მინდა მადლობა გადავუხადო “ქართულ ოცნებას” ამ უდიდესი ნდობისათვის. ეს ჩემთვის არის გამოწვევა. მე მწამს, რომ მაქვს შესაბამისი გამოცდილება, რომ გუნდთან ერთად გავუმკლავდე იმ გამოწვევებს, რაც მუნიციპალიტეტშია დაგროვილი. ჩემი და “ქართული ოცნების” ხედვები ემთხვევა ერთმანეთს. რომ არა 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, მე უბრალოდ დღეს გარდაცვლილი ვიქნებოდი. მე ყოფილი პოლიტპატიმარი ვარ და ფაქტობრივად, მიცვალებული გამოვედი 2012 წლის 20 ნოემბერს. ამიტომ მე 2016-სა და 2018 წლებში მორალურად მხარდაჭერა გამოვუცხადე “ქართული ოცნების” კანდიდატს. ეს იყო ზღვარი იმ რეჟიმსა და “ქართულ ოცნებას” შორის. რომ არა 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, რომ არა ის გუნდი და ბიძინა ივანიშვილი, მე უბრალოდ ცოცხალი არ ვიქნებოდი,”- განაცხადა გოგლიჩიძემ.

ზესტაფონის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე თანამდებობიდან გადადგა.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მერის ვადამდელი არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები წარადგინა. როგორც ცნობილია, მერების რიგგარეშე არჩევნები 5 საარჩევნო ოლქში 19 მაისს გაიმართება. მოსახლეობამ ხულოს, ზუგდიდის, ჭიათურის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები ხელახლა უნდა აირჩიოს.

მსგავსი სიახლეები
ვინ და რა ფორმით ებმება პოლიტიკურ მარათონში და რა დაპირებები აქვთ მერობის კანდიდატებს? ამის შესახებ "TV25"
საჭირო გზავნილი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, - ასე აფასებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი
პარტია "ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ოლქში ხელშეუხებლობის განცდაა გაჩენილი, რაც
წინა სტატია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე
წინა სტატია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე დაშავდა.
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმში საკრებულოს სხდომა განახლებიდან მალევე ისევ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმანეთს "ქართული
სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო და დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. "ნაციონალური
ხულოს მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ვახტანგ ბერიძემ პარტიის ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ვახტანგ ბერიძე გამარჯვების
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ხელისუფლებას ტყუილ დაპირებებსა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში
წინა სტატია "ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გიორგი შენგელიასა და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს ზუგდიდში
წინა სტატია ათთვიანი პაუზის შემდეგ, ბორჯომის საკრებულომ გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შეარჩია.
აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და ე.წ. ალტერნატიული მთავრობის წევრები აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქციის
წინა სტატია "ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამბობს, რომ არჩევნების
%d bloggers like this: