ბახტაძე: სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 7 მილიარდი ლარი გამოიყოფა

სკოლების კუთხით ჩვენ საკმაოდ მძიმე გამოწვევები გვაქვს და დაახლოებით, 7 მილიარდი ლარი გვჭირდება, რომ საქართველოს ყველა სოფელში, მუნიციპალიტეტში და ქალაქში, იყოს თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკოლა, სადაც საშუალება იქნება, გაკვეთილები ევროპული სტანდარტით ჩატარდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყნის განათლების სისტემის წარმატების უკან ძლიერი სკოლა დგას და აქედან გამომდინარე, სკოლებს მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

სასკოლო კლასებში მოსწავლეთა სიმრავლესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ პრემიერმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით იგრძნობა თბილისში, სადაც კლასში ძალიან ბევრი ბავშვის ყოფნა მასწავლებელს გაკვეთილზე მაქსიმალური ინტერაქციის გარემოს შექმნის საშუალებას არ აძლევს.

“ჩვენი მიზანია, შემდეგი წლების განმავლობაში გამოიყოს 7 მილიარდი სკოლებისთვის და აშენდეს ახალი სკოლები, მოხდეს არსებულის რეაბილიტაცია, რათა ჩვენ ეს პრობლემა გადავჭრათ. შესაბამისად, გვექნება კლასები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება 13-15 მოსწავლით, ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება იყოს ოდნავ მეტი. ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ითვლება საუკეთესოდ და შემდეგი 5-6 წლის განმავლობაში ამ პრობლემას საქართველოს მასშტაბით გადავჭრით”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ პირველი რესპუბლიკის თაობის განსაკუთრებულ ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაშინ 2 წლის განმავლობაში საქართველოში 1 200 სკოლა გაიხსნა.

“ვფიქრობ, ამ თაობამ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის განმავლობაში მოღვაწეობდნენ, საოცარი შედეგები ჰქონდათ. პირველი რესპუბლიკის პერიოდში 2 წლის განმავლობაში 1200 სკოლა გაიხსნა, რაც უნიკალური შედეგია. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის, რისი გაკეთებაც გვსურს ჩვენ, იყო ამავდროულად ჩვენი წინაპრების ხედვა, ასე წარმოედგინათ მათ საქართველოს როლი და ადგილი ევროპულ და, ზოგადად, მსოფლიო საზოგადოებაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბატაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკვე 20
წინა სტატია სტატიის გაგრძელება პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკომფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც სკოლებში ქართული საგალობლების
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეებს კონკურსში -"წარმოაჩინე შენი სოფელი" მონაწილეობის
2019 წელს გორის მერია განათლების ხელშეწყობისთვის 11 მილიონ ლარს დახარჯავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მერია
ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემა დაზიანდა, რის გამოც დაწესებულებას გათბობის პრობლემა შეექმნა. როგორც 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში 240 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება. როგორ მუნიციპალური განვითარების ფონდში
გორის მერიამ სკოლების რეაბილიტაციისთვის 1 770 000 ლარი გამოყო. როგორც გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის
ძლიერმა ქარმა წყალტუბოს ორ სოფელში - ქვილოშორში და რიონში სკოლებს სახურავი გადახადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ქუთაისში, საჯარო სკოლის შენობების რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც 27 მარტს ჩატარებული საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, საგანმანათლებლო დაწესებულებების
ადიგენის სოფელ ზარზმაში სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. სკოლის სარეაბილტიაციო სამუშაოების გამო, მოსწავლეები მლაშეს სკოლაში მეორე ცვლაში გადაიყვანეს. ინფორმაციას
წინა სტატია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემში 60 ბავშვზე გათვლილი სკოლის ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 1 279
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამჟამად სრული რემონტი
წინა სტატია მუნიციპალური განვითარების ფონდმა 60 მოსწავლეზე გათვლილი კიდევ შვიდი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი
მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის ტერიტორიულ ერთეულში მიმდინარე წლის გაზაფხულზე ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება და წლის
წინა სტატია სტატიის გაგრძელება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 60 მოსწავლეზე გათვლილი კიდევ შვიდი სკოლის პროექტირებასა და
%d bloggers like this: